გაკვეთილის გეგმა
სწავლების
საფეხური/კლასი
- დაწყებითი
საფეხური /III კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა - 8
გაკვეთილის
ხანგრძლივობა - 45 წუთი
გაკვეთილის
მიზანი - ლექსიკური მარაგის გამდიდრება, საუბრის უნარ-ჩვევების
გაუმჯობესება.
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების /მონოლოგების
გაგება.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების
გაშიფრვა-წაკითხვა.
უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის
მოძიება.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების
წერა.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა,
მიბაძვა-გამეორება.
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები - პოსტერი 8, ბარათები (flashcards 95-100),
English World 2, Computer, CD 2, დაფა, ცარცი.
ტექნოლოგიის ალტერნატივა ,
შესაძლო ხარვეზები: - თუ
ინტერნეტის საშუალება არ არის, კომპიუტერიდან ვაკეთებინებთ მსგავსი სახის
სავარჯიშოს.
გაკვეთილის
თემა - “Look at the animals!” (Pupil’s Book 2, Unit 8,
p.84-85)
გაკვეთილის მსვლელობა -
1) მოსწავლეებს ვაჩვენებთ
პოსტერს 8, აკვირდებიან რა არის მოცემული, შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს ბარათებს
(flashcards 93-100), კლასი იმეორებს სიტყვებს, თუ რომელიმე სიტყვა არ იციან
დაფაზე ვწერთ, ბოლოს პოსტერზე უნდა იპოვონ და დაასახელონ იქ მოცემული ცხოველები,
ვუსვამთ კითხვებს: „Which animals are in the water? On the land? Where are the monkeys and so
on... “
(15
წთ.)
2) მოსწავლეები უსმენენ CD2, Track 13 და
თავიანთ წიგნებში აყოლებენ დიალოგს თვალს, შემდეგ უსმენენ CD2,
Track 14 და პაუზების დროს ერთად იმეორებენ მოსმენილს.
მოსმენის შემდეგ ვუსვამთ კითხვებს: „What can Kate see? Which animals have big ears? Which animal
has a big mouth? Who doesn’t like the crocodile’s teeth?.. (10 წთ.)
3) შემდეგ ინაწილებენ მოსწავლეები როლებს და რეალურად გაითამაშებენ დიალოგს. (5-10 წთ.)
4) მოსწავლეები
უსმენენ სიმღერას, შემდეგ თავადაც მღერიან. (
10-15 წთ.)
თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება, გამოვიყენებ
ლინკზე მითითებულ მასალებს:
საშინაო დავალება: Pupil’s
Workbook: p.72, ex.1, ex.2. p.73, ex.1, ex.2.
No comments:
Post a Comment